მარანი ქვევრი საფერავი
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
რეგიონალური ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
50% კონდოლის ვენახებიდან, 50% ნაფარეულის მსზ |
ყურძნის მოსავლიანობა: |
10-11 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
ქვევრის წითელი მშრალი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი 14%; ნარჩენი შაქარი <3გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 6გ/ლ |
|
ვინიფიკაცია
სექტემბრის მეორე დეკადაში სიმწიფის პიკზე მყოფი საფერავის ჯიშის ყურძენი ხელით იკრიფება. კლერტის ნაზად გაცლის შემდგომ ყურძენი გადადის ქვევრში, სადაც დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს დუღილის პროცესი. შემდგომ ეტაპზე ხდება ქვევრების შევსება და დალუქვა 6 თვიანი მაცერაციისთვის. გაზაფხულისთვის ღვინო გადადის უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში რამდენიმე თვით დასავარგებლად, რის შემდეგაც უკვე ხდება ბოთლებში ჩამოსხმა.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი წითელი |
სურნელი: |
ინტენსიური მწიფე წითელი ხილის არომატი მენთოლის ტონებით |
გემო: |
გემო რბილი და ცოცხალია, იმეორებს სურნელის პროფილს. დაბოლოვებაში გამოხატულია ტკბილი სანელებლები და ახალგაზრდა ტანინები |
|
|
|