მარანი გემიერი თეთრი
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
რეგიონალური ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
რქაწითელი 40%; მწვანე 40%; ცოლიკაური 20% |
ყურძნის წყარო: |
50% კონდოლის ვენახები, 50% კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე |
მოსავლიანობა: |
8-12 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
თეთრი ნახევრად მშრალი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი 12%; ნარჩენი შაქარიბ<9-14 გ/ლ, ტიტრული მჟავიანობა 4-7 გ/ლ |
|
ვინიფიკაცია
რქაწითელის, მწვანეს და ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. ნაზად კლერტგაცლილი ყურძენი ცივდება 4-6°C-მდე და იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით, დაწმენდილი წვენი იწყებს დუღილს უჟანგი ფოლადის ცისტერნებში მკაცრად კონტროლირებად ტემპერატურაზე (15-18°C). როდესაც მაჭარში შაქრის რაოდენობა სასურველ დონეს მიაღწევს, დუღილი ჩერდება გაციებით და ფილტრაციით, რათა შენარჩუნდეს ღვინის სიტკბო და სიხალისე. როგორც წესი, ღვინო ბოთლებში ჩამოისხმება მოსავლის აღებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ღია ჩალისფერი მომწვანო ელფერით |
სურნელი: |
ხალისიანი, ყვითელი ხილის მოტკბო არომატი |
გემო: |
სურნელის პროფილი მეორდება და ჰარმონიულად გადადის ცოცხალ ციტრუსოვან დაგემოვნებაში |
|
|
|
|