მარანი გემიერი წითელი
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
რეგიონალური ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 60%; ალექსანდროული 20%; მალბეკი 20% |
ყურძნის წყარო: |
50% კონდოლის ვენახები. 50% კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე |
მოსავლიანობა: |
8-10 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
წითელი ნახევრად მშრალი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი 12%; ნარჩენი შაქარი <9-15 გ/ლ, ტიტრული მჟავიანობა 5-7 გ/ლ |
|
ვინიფიკაცია
საფერავის, ალექსანდროულის და მალბეკის ჯიშის ყურძენი სიმწიფის პიკზე იკრიფება ხელით. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი კონტროლირებად ტემპერატურაზე (28°C) უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კულტურული საფუარის გამოყენებით. როდესაც მაჭარში შაქრის შემცველობა სასურველ დონემდე შემცირდება, დუღილი ჩერდება გაციებით და ფილტრაციით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი ლალისფერი |
სურნელი: |
გამოკვეთილი წითელი და შავი ხილის არომატები |
გემო: |
მსუბუქი სიტკბო საოცრად ეხამება წითელი ხილის არომატებს და ყურძნისეული ტანინების მრავალფეროვნებას |
|
|
|