Marani Logo

მარანი წინანდალი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
წინანდლის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 80%, მწვანე 20%
მოსავლის წყარო:
100% კომპანიის კუთვნილი ვენახები
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი ღვინო
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 13,0%; ნარჩენი შაქარი <3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 5-6გ/ლ

მოსავლის წლები

2017  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2004

ვინიფიკაცია

სექტემბრის ბოლო დეკადაში, სიმწიფის პიკზე ყოფნისას ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი ცივდება 4-6°C-მდე, 8 საათის განმავლობაში ჩერდება კანთან ერთად და შემდეგ ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით დაწმენდილი თვითნადენი წვენის დუღილი მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურაზე(15-18°C). დუღილის დასრულებისას ღვინო იხსნება სუფთად და გადადის სხვა ცისტერნაში შემდგომი დავარგებისთვის. ღვინის 30% ძველდება ფრანგულ მუხის კასრებში. მოსავლის წლის მომდევნო სექტემბერს ღვინო მზადაა ჩამოსასხმელად.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ცქრიალა მოყვითალო ფერი
სურნელი:
ინტენსიური და ელეგანტური ბალახოვანი არომატები მშვენივრად მიესადგება ტროპიკული ხილის ტონებს
გემო:
სრულსხეულიანი და კომპლექსური, დასაწყისში გვხიბლავს ტროპიკული ხილის და ბანანის არომატით, რომელიც კარგადაა გაწონასწორებული მდიდარ, კარაქისებურ დაბოლოვებასთან გამომწვარი მუხის ტონალობით