მარანი ახაშენი
მევენახების მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
ახაშენის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
100% ახაშენის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
წითელი ნახევრად ტკბილი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 11,5%; ნარჩენი შაქარი 35-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ. |
|
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ფრთხილად გაცლისა და დაწურვის შემდეგ იწყება დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ, როდესაც მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რითაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად 0°C ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი წითელი |
სუნი: |
მდიდრული ბუკეტი ტყის კენკრის და ალუბლის არომატით და მსუბუქად გამოხატული ძირტკბილას ტონებით |
გემო: |
სხეულიან ტექსტურაში დომინირებს წითელი კენკრის და შავი ქლიავის ტონები, რომელთა შეგრძნებაც კიდევ დიდხანს გრძელდება დაგემოვნების შემდგომ. |
|
|
|
|