მარანი ხვანჭკარა
მევენახების მხარე: |
რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
ხვანჭკარის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
ალექსანდრეული 50%, მუჯურეთული 50% |
ყურძნის წყარო: |
100% ხვანჭკარას მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
წითელი ნახევრადტკბილი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი 30-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ |
ვინიფიკაცია
ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელისტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ, როდესაც მიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად 0°C ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ღია შინდისფერი |
სუნი: |
მკვეთრად გამოხატულ ჯიშურ არომატში დომინირებს ჟოლოს და ნუშის ტონები |
გემო: |
ბუნებრივი არომატის, სიტკბოს და მჟავიანობის საოცარი შეხამება ღვინოს აძლევს სიხალისეს, რბილ და კონცენტრირებულ გემოს |
|
|
|