Marani Logo

სატრაპეზო საფერავი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი საფერავი ს.01
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი მოსავლის ღვინო
ალკოჰოლი:
14%
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ დავარგება მას მხოლოდ გააკეთილშობილებს
წარმოებულია:
40 000 -0,75ლ ბოთლი; 300 -1,5 ლ მაგნუმ ბოთლი
შეფუთვა:
6 ბოთლიანი მუყაოს ყუთი, ინდივიდუალური ყუთი ღირს დამატებითი თანხა.

მოსავლის წლები

2016  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2006  |  2004

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, საფერავი - ს.01, აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში ტარდება მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ 1000-3500ლ მოცულობის თიხის ქვევრებში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, წითელი ღვინისათვის საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე (26°C). 6 თვემდე ხანგრძლივობის ქვევრში დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. დუღილის დამთავრების შემდგომ ღვინო გადავიდა მუხის 225ლ ახალ კასრებში ვაშლ-რძემჟავა დუღილის და შემდგომი 24 თვიანი დაძველებისათვის. ღვინო ჩამოისხა გაუფილტრავად და ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი ფერი აგურისფერი ზოლით ჭიქის კიდის გასწვრივ
სურნელი:
ინტენსიური სანელებლების, გამოკვეთილი ვანილის კომპლექსი შეზავებულია ტყის კენკროვანების კონცენტრირებულ არომატთან
გემო:
პირველად დაგემოვნებაში წარმოჩენილია შავი ხილი და რაფინირებული მუხისეული ტანინები. შუა გემო სრულია და ელეგანტური. შავი მოცხარის ცოცხალი გემო, ძირტკბილას ტონებით, მშვენივრად ეხამება მწიფე ტანინებს, საბოლოო და ხანგრძლივ დაგემოვნებაში