სატრაპეზო გვიანი
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ექსკლუზიური, ლიმიტირებული |
ყურძნის ჯიში: |
რქაწითელი 100% |
ყურძნის წყარო: |
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი 04 |
მოსავლიანობა: |
4-5 ტონა ჰექტარზე |
ღვინის ტიპი: |
თეთრი ტკბილი(კეთილშობილი ობი)ღვინო |
ალკოჰოლი: |
10.5% |
დავარგება: |
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს თაფლის და მურაბის ტონები |
წარმოებულია: |
4 000 - 0,375 ლ ბოთლი |
შეფუთვა: |
3 ბოთლიანი მუყაოს ყუთი |
ვინიფიკაცია
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დილის ნამის და შუადღის მზის ზემოქმედებით კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, რქაწითელი-04, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზანის უშუალო სიახლოვეს, ყურძნის მტევანზე ვითარდება სპეციფიური სოკო, Botrytis Cinerea, ეგრეთ წოდებული “კეთილშობილი ობი”. თავის ზემოქმედებით იგი იწვევს მწიფე მარცვლის გამოშრობას და განსაკუთრებული არომატებით გამდიდრებას. ასეთი ყურძენი ნოემბრის ბოლოს შერჩევით დაიკრიფა მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა 2 თვე რის შემდეგაც ღვინო გადავიდა ფრანგულ მუხის კასრებში 9 თვიანი დაძველებისთვის. ჩამოსხმის შემდეგ ბოთლში დავარგება კიდევ 6 თვე გაგრძელდა.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ელვარე ყვითელი, ოქროსფერი ანარეკლით |
სურნელი: |
მწიფე ანანასის, ქლიავის ჩირისა და თაფლის მკვეთრად გამოხატული სურნელი, შერწყმული მუხის ტონებთან |
გემო: |
სრულსხეულიანი გემო გაჯერებულია ატმის და კომშის მურაბის სასიამოვნო არომატებით, რომელიც სრულადაა გაწონასწორებული ციტრუსოვანი სიმჟავით. დაბოლოვება ხანგრძლივია, დაბალანსებული ვანილისა და მუხის თანმდევი ტონებით |
|
|
|