Marani Logo

მარანი გემიერი წითელი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 60%; ალექსანდროული 20%; მალბეკი 20%
ყურძნის წყარო:
50% კონდოლის ვენახები. 50% კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე
მოსავლიანობა:
8-10 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად მშრალი
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 12%; ნარჩენი შაქარი <9-15 გ/ლ, ტიტრული მჟავიანობა 5-7 გ/ლ
 

მოსავლის წლები

2018

ვინიფიკაცია

საფერავის, ალექსანდროულის და მალბეკის ჯიშის ყურძენი სიმწიფის პიკზე იკრიფება ხელით. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი კონტროლირებად ტემპერატურაზე (28°C) უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კულტურული საფუარის გამოყენებით. როდესაც მაჭარში შაქრის შემცველობა სასურველ დონემდე შემცირდება, დუღილი ჩერდება გაციებით და ფილტრაციით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი ლალისფერი
სურნელი:
გამოკვეთილი წითელი და შავი ხილის არომატები
გემო:
მსუბუქი სიტკბო საოცრად ეხამება წითელი ხილის არომატებს და ყურძნისეული ტანინების მრავალფეროვნებას