Marani Logo

მარანი ოჯალეში

მევენახების მხარე:
რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ოჯალეშის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ყურძნის ჯიში:
ოჯალეში 100%
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 11%; ნარჩენი შაქარი 30-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 5,5-6,5გ/ლ

მოსავლის წლები

2018

ვინიფიკაცია

ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით, კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე და დუღილი ჩერდება გაცივებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივი სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად 0°C ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ლალისფერი
სუნი:
გამოირჩევა მცენარეული არომატით, ვარდისა და მთის ჟოლოს ტონებით
გემო:
გემოშიც შესაბამისად დომინირებს ვარდისა და ჟოლოს ტონები. დაბოლოვებაში იგრძნობა ღვინის ბუნებრივი სიტკბოსა და მჟავიანობის ჰარმონიული გამა